Wednesday, October 24, 2012

კონფლიქტები შინ და გარეთ

1. პროექტის თემა–"კონფლიქტები შინ და გარეთ"
2. სასწავლო პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა–საკუთარი აზრის გამოხატვა და საკუთარი პოზიციის დაცვა.
გუნდური მუშაობა
პრობლემების გადაჭრა
ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება
მოლაპარაკებების წარმართვა
3. სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები–აღვზარდოთ მოზარდებში საკუთარი ღირსების გრძნობა დასხვისი ღირსების პატივისცენის უნარი
დავეხმაროთ მას გაიგოს კონფლიქტის არსი .ამოიცნოს მათი გამომწვევი მიზეზები და დაინახოს მათი მოგვარების გზები.
გაიგოს რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს და ყოველთვის შეიძლება
პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრა.
4. შეფასების საგანი და პროცედურები –მოსწავლეები პედაგოგთან ერთად შეიმუშავებენ შეფასების კრიტერიუმებს.
შეფასება სასურველია ეყრდნობოდეს სამ ძირითად მაჩვენებელს.ესენია
1ცოდნა
2უნარ –ჩვევა
3ცანწყობა –დამოკიდებულება
5. წინასწარი ცოდნა–მოსწავლეებმა იციან ინტერვიუების აღება .
მოსწავლეები უნდა გაეცნონ ბავშვის უფლებათა კონვენციას
6.სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები–ბავშვის უფლებათა კონვენცია
მოსწავლეთამიერ მოპოვებული ინფორმაციები ,ინტერვიუები,დაპირისპირებული მხარეებიდან
7. სასწავლო პროექტის მსვლელობა–პედაგოგი კლასთან ერთად შეარჩეწს პროექტის თემას,ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფები.გადანაწილდება ჯგუფებში მოვალეობები.
შემუშავდება კითხვები ინტერვიუებისთვის.გასაცნობათ დაურიგდებათ ბავშვის უფლებათა კონვენცია.

Friday, October 19, 2012

დედაენა

ეს წიგნი ერის ბურჯია
ხარობენ მამა–პაპანი
ხარმა თქვა .მეც შიგ ჩამდენეთ
ერის მეც ვზიდე ჭაპანი.